ENARTIS TAN SKIN

ENARTIS TAN SKIN
არტიკული: EPE773
1352.45
₾1,352.45
შეკვეთა
სწრაფი ყიდვა
შეიყვანეთ და გაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ
მიწოდება
მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაგზავნა გადახდის მიღების დღეს. ტრანსპორტირება არ შედის საქონლის ფასში და გადაიხდება უშუალოდ გადამზიდველზე საქონლის მიღებისთანავე.
გარანტიები და მომსახურება
ენოგრუპი გარანტიას იძლევა 12 თვე ყველა ჩვენს პროდუქტზე, გარდა დამხმარე და სახარჯო მასალებისა

  • აღწერა
  • ვიდეო

ენოლოგიური ყურძნის ტანინი

 

კომპოზიცია

მაღალმოლეკულური კონდენსირებული ტანინები, მიღებული თეთრი ყურძნის ახალი კანისგან.

 

ზოგადი მახასიათებლები

EnartisTan Skin - არის კონდენსირებული ტანინი, მიღებული ექსტრაქციის სპეციალური პროცესით, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ყურძნის კანში შემავალი პოლიფენოლური ნივთიერებების ბუნებრივი ფორმა.

მისი განსაკუთრებული ქიმიური სტრუქტურა ამცირებს ტკბილში ცილების შემცველობას, რითაც აუმჯობესებს თეთრი ღვინის ცილოვან სტაბილიზაციას და თეთრი და წითელი ღვინის ფერის სტაბილურობას.

თეთრ ღვინოში აუმჯობესებს გაღიავებას, ცილების სტაბილურობას და მისი ლითონების შებოჭვის უნარის წყალობით, ეხმარება რკინის და სპილენძისგან სიმღვრიეს თავიდან აცილებაში.

EnartisTan Skin-ის გრანულირებული ფორმა ამარტივებს მის ხსნადობას წყალში და ღვინოში; ხელს უშლის მტვრის წარმოქმნას, რომელმაც შეიძლება გაღიზიანება  გამოუწვიოს მარნის პერსონალს.

 

გამოყენება

▪ ტკბილის და თეთრი ღვინის გაღიავება და ცილების სტაბილიზაცია

▪ წითელი და ვარდისფერი ღვინოების ვინიფიკაციისას ფერის სტაბილიზაცია

▪ თეთრ ღვინოებში რკინის და სპილენძისგან სიმღვრიეს თავიდან ასაცილებლად

▪ ანტიოქსიდანტური დაცვა

 

დოზირება

ტკბილი: 5 - 20 გ/ლ

ღვინო: 3 - 20 გ/ლ

 

გამოყენების წესი

გახსენით EnartisTan Skin წყალში, ღვინოში ან ტკბილში 1:10 თანაფარდობით, მუდმივი მორევით.  დაამატეთ ძირითად მასაში გადატუმბვის დროს ტუმბო-დოზატორით ან ვენტურეს მილით. რეკომენდირებულია ლაბორატორიული ცდის ჩატარება ტანინის სენსორული ზემოქმედების შესაფასებლად და ოპტიმალური დოზირების გამოსათვლელად. მიუხედავად იმისა, რომ EnartisTan Skin -ის დამატება რეკომენდირებულია ღვინის მომწიფების ადრეულ ეტაპზე, მისი გამოყენება შესაძლებელია ბევრად უფრო გვიანაც- ჩამოსხმამდე 1-2 კვირით ადრე. ჩამოსხმამდე დამატებისას მნიშვნელოვანია  ლაბორატორიული ცდების ჩატარების შედეგად შეაფასოთ ზემოქმედება ფილტრაციაზე, ცილოვანი და კოლოიდური სტაბილურობა.

 

შეფუთვა და შეინახვის წესი

1 კგ

ჰერმეტული შეფუთვა: შეინახეთ მშრალ, გრილ და კარგად განიავებულ ადგილას.

გახსნილი შეფუთვა: ხელახლა შეფუთეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნულ პირობებში.

 

შესაბამისობა

პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოყენებისთვის, შესაბამისობით: Reg. (EU) 2019/934



განყოფილების სხვა საქონელი