ENARTIS FERM Q4 0,5kg
- აღწერა
- ვიდეო
ЭНАРТИСФЕРМ Q4
შტამი თიოლის ჯიშებისთვის.
ორგანოლეპტიკური მახასიათებლები
EnartisFerm Q4 - არის შტამი, რომელიც შერჩეულია თიოლის ჯიშის ფერმენტაციისთვის.
შტამის მთავარი მახასიათებელია - 4-მერკაპტო პენტანონის ძლიერი გახსნის უნარი. დნმ-ის თანმიმდევრობამ აჩვენა, რომ EnartisFerm Q4 არის ჰომოზიგოტა, რომელიც შეიცავს IRC7 გენის სრულ ვერსიას. ეს გენი კოდირებს ლიაზას ფერმენტის სინთეზს, რომელიც ცალსახად მონაწილეობს თიოლების გამოყოფაში (ძირითადათ 4-მერკაპტო პენტანონი), რომლებიც დაკავშირებულია ცისტეინთან.
მიკრობიოლოგიური მახასიათებლები
Saccharomyces cerevisiae-ის სახეობა
დუღილის ტემპერატურა 14 - 18ºC (57 - 64°F)
ლაგ-ფაზა საშუალო
დუღილის სიჩქარე ზომიერი
ალკოჰოლისადმი ტოლერანტობა ≤ 15% v/v
სპილენძისადმი მგრძნობელობა მაღალი
კილერ ფაქტორი კილერული
ენოლოგიური მახასიათებლები
აზოტის საშულო საჭიროება
აქროლადი მჟავიანობის დაბალი წარმოება
H2S დაბალი წარმოება
SO2 დაბალი წარმოება
გლიცერინის საშუალო წარმოება
აცეტალდეჰიდის საშუალოდ-დაბალი წარმოება
გამოყენება
▪ თიოლის ჯიშები
▪ სოვინიონ ბლანის ჯიშები
დოზირება
20-40 გ/ლ (1,67-3,3 ft/1000 gal.)
უფრო მაღალი დოზირება გამოიყენება გაფუჭებული ყურძნის შემთხვევაში, შაქრის მაღალი შემცველობის და რთული მიკრობიოლოგიური პირობების შემთხვევაში.
გამოყენების წესი
▪ გაურიეთ 20-40 გ/ლ აქტიური მშრალი საფუარი ათმაგი მოცულობის დასალევ წყალთან 35-40°C ტემპერატურაზე. ფრთხილად მოურიეთ,.
მიღებული სუსპენზია გააჩერეთ 20წუთის განმავლობაში, შემდეგ ისევ ფრთხილად მოურიეთ.
▪ რეჰიდრატირებული საფუარი დაამატეთ წვენში, როდესაც დუღილის ავზის შევსება დაიწყება.
ტემპერატურათა სხვაობა რეჰიდრატირებულ საფუარსა და წვენს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10°C (18°F).
▪ აწარმოეთ ჰომოგენიზაცია ინოკულირებული წვენის გადასხმით ან მორევით.
შეფუთვა და შენახვის წესი
0,5 კგ
დალუქული შეფუთვა: შეინახეთ მშრალ და გრილ (სასურველია 5-15°C ან 41-59°F) ადგილას.
გახსნილი შეფუთვა: კარგად დალუქეთ და შეინახეთ ზემოთაღნიშნული წესების შესაბამისად, გამოიყენება სწრაფად.
შესაბამისობა
პროდუქტი შეესაბამება შემდეგ მოთხოვნებს:
Codex Œnologique International.
პროდუქტი დამტკიცებულია მეღვინეობაში გამოყენებისთვის:
Reg. (EU) 2019/934
